15 სექტემბერს, ნაშუადღევს, ოზურგეთში დაჭრეს ორი ახალგაზრდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი.

შსს-ის ცნობით, პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა ერთი ადამიანი.

„ინტერპრესნიუსი” წერს, რომ ახალგაზრდებს ჭრილობები გულ-მკერდისა და ბარძაყის არეში ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.

არასრულწლოვანი გადაყვანილია ოზურგეთის კლინიკა “მედალფაში”. “ნეტგაზეთი” კლინიკასთან დაკავშირებას ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მოპოვების მიზნით

როგორც შსს-ში “ნეტგაზეთს” უთხრეს, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 117-ე — ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების — მუხლით.