ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების ახალი მოდელი 2020 წელს დაინერგება – ბატიაშვილი

14 სექტემბერი, 2018 • 2093
ეროვნული გამოცდების ახალი მოდელი 2020 წელს დაინერგება – ბატიაშვილი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ეროვნული გამოცდების ახალი მოდელის დანერგვა 2020 წლიდან იქნება შესაძლებელი.

მისი განცხადებით, სახელმწიფო სისტემის შეფასებას საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გეგმავს. მინისტრს ახალ მოდელზე დეტალურად არ უსაუბრია.

განათლების რეფორმის ხედვის პრეზენტაცია იყალთოს სამონასტრო კომპლექსში გაიმართა. სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მონისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ რეფორმა საქართველოში ხუთივე მიმართულებით განხორციელდება. ესენია ადრეული და სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი განათლება და მეცნიერება.

მასალების გადაბეჭდვის წესი