ახალი ამბები

„m² უძრავი ქონების“ სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია

25 მარტი, 2014 • 1061
„m²  უძრავი ქონების“  სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია

სტრატეგიის მიხედვით, „m² უძრავი ქონების“ მიზანია ყველა მიმდინარე და სამომავლო დეველოპერული პროექტების ფარგლებში იზრუნოს იმაზე, რომ ადამიანებს შეუქმნას კომფორტული, ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო.

 

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანია აქცენტს გააკეთებს სამ სფეროზე: გარემოს დაცვა, ადაპტირებული გარემოს შექმნა და ადგილობრივი საგანმანათლებლო კერების მხარდაჭერა.

 

წელს სოციალური პასუხისმგებლობის პირველი პროექტი კომპანიამ „m² უძრავი ქონება“ ნუცუბიძის ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო პროექტის მიმდებარედ განახორციელა. კომპანიამ მშენებლობის ახლოს მდებარე თბილისის 126-ე საშუალო სკოლაში გაარემონტა და სრულად აღჭურვა კომპიუტერული კლასი, სასწავლო ბიბილიოთეკის საცავი და სამკითხველო. დამატებით, სკოლის ეზოში  სპორტული მოედანი მოაწყო. კომპანიამ „m²  უძრავი ქონება“, მოსწავლეების გახალისების მიზნით, დეკორატიულადაც გააფორმა სამკითხველო, რათა ბავშვებმა უფრო მყუდრო და სახალისო გარემოში შეძლონ კითხვა და მეცადინეობა. კომპანიამ სამკითხველოს საჩუქრად გადასცა წიგნები.

 

დღეისთვის კომპანია „m²  უძრავი ქონება“ ახორციელებს ორ პროექტს: საცხოვრებელი კომპლექსი ნუცუბიძის ქუჩაზე, მეტრო ვაჟა-ფშაველადან 300 მეტრის მანძილზე, რომლის ჩაბარებაც 2015 წლის ნოემბერში იგეგმება; საცხოვრებელი კომპლექსი ყაზბეგის გამზირზე, რომლის ჩაბარებაც 2016 წლის თებერვალშია გათვალისწინებული. დასრულების პროცესშია კომპანიის პროექტი „m²  იპოდრომზე“.

 

დამატებითი ინფორმაცია კომპანიისა და  მისი პროექტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე:  www.m2.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი