ახალი ამბები

შსს-მ წერეთლის გამზირზე მომხდარი მკვლელობის საქმე გახსნა

25 მარტი, 2014 •
შსს-მ წერეთლის გამზირზე მომხდარი მკვლელობის საქმე გახსნა

გამოძიების ცნობით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა წერეთლის გამზირზე ურთიერთშელაპარაკებისას 31 წლის გიორგი ბ-ს გულმკერდისა და ფეხის არეში დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

 

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.            

 

შსს-ს ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

მასალების გადაბეჭდვის წესი