“მე ასე არ ვუყურებ ამ მოვლენებს. სააკაშვილი საქართველო არ არის და რაც უფრო სწრაფად გაიგებენ ამას ჩვენი ოპონენტები, მით უფრო გამარტივდება მათთვის ცხოვრება. სააკაშვილი არ არის საქართველო, საქართველოს არც გადავაყოლებთ სააკაშვილს და ვერც ის ვერ გაიყოლებს საქართველოს, ამიტომ ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს”.
რაც შეეხება ამ საკითხზე აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოთქმულ შეფასებას, დეპუტატი ამბობს:
“გასაგებია. ეს არის ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს შეფასება, სრულიად ნორმალური, ბუნებრივი და გასაგები პროცესია”.