ახალი ამბები

რუსეთში დუელის დაკანონება სურთ – კანონპროექტის ინიციატორი ლიბერალური პარტიაა

13 სექტემბერი, 2018 • 5483
რუსეთში დუელის დაკანონება სურთ – კანონპროექტის ინიციატორი ლიბერალური პარტიაა

რუსეთის დუმაში განიხილება კანონპროექტი, რომლითაც ქვეყანაში ორ პირს შორის დუელი კანონიერი იქნება. კანონპროექტის ინიციატორია რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტია. დოკუმენტის განმარტებით ბარათში წერია, რომ დუელი მხოლოდ საჯარო სამსახურის თანამშრომლებს შორის იქნება დაშვებული. კანონპროექტში ხაზგასმულია, რომ თუ სახელმწიფო მოხელე ჩვეულებრივი მოქალაქისგან დუელში გაწვევის შეთავაზებას მიიღებს, უარი უნდა უთხრას. განმარტებითი ბარათის მიხედვით, დუელის ინიციატორს აქვს უფლება, საბრძოლო იარაღი თავად შეარჩიოს, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი მას შეუძლია, სასროლი მანძილიც განსაზღვროს.

შშმ პირები, 60 წელს გადაცილებულ და 18 წლამდე ადამიანებს, რომლებიც თავს შეურაცხყოფილად იგრძნობენ, შესაძლებლობა ექნებათ, მათ ნაცვლად დუელში სხვა პირს მიაღებინონ მონაწილეობა. კანონპროექტი ქალებს დუელში მონაწილეობას უკრძალავს. განმარტებითი ბარათის მიხედვით, ქალებს შეუძლიათ დუელში წარმომადგენლის სახით კაცი გააგზავნონ. კანონპროექტში ცალკე თავია, სახელწოდებით “დუელის კოდი”. ეს თავი ჟურნალისტებს ეხება, რომლებიც “შეურაცხმყოფელ” სტატიებს წერენ. კანონპროექტის ავტორები ჟურნალისტებს ჩინოვნიკთან აიგივებენ.

11 სექტემბერს პარტიის ხელმძღვანელი ვიქტორ ზოლოტოვი ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ალექსეი ნავალნის დუელით დაემუქრა. რუსული გამოცემა lenta.ru საკანონმდებლო წინადადებას ამ ფაქტს უკავშირებს. ზოლოტოვი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დაცვის ყოფილი წევრია. რუსეთის ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელმა ალექსეი ნავალნიმ ის კორუფციაში დაადანაშაულა. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია ზოლოტოვის გაღიზიანება.

მასალების გადაბეჭდვის წესი