ახალი ამბები

სტუდენტები შესაძლოა საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდნენ – კანონპროექტი

12 სექტემბერი, 2018 • 3174
სტუდენტები შესაძლოა საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდნენ – კანონპროექტი

სტუდენტები შესაძლოა საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდნენ. პარლამენტის განათლბის, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა მხარი დაუჭირა „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას, რომლითაც აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს, რომელთა ასაკიც 25 წელს არ აღემატება და მათი წლიური შემოსავალი 6000 ლარია, საშემოსალო გადასახადი არ უნდა გადაიხადონ.

კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, რომ ცვლილებების მიზანია ქვეყანაში სტუდენტებისთვის შეღავათიანი ფინანსური გარემოს შექმნა და დაუსაქმებელი სტუდენტების წახალისება, რომლებიც დაუბეგრავ ხელფასს მიიღებენ. “ახალგაზრდა ადვოკატები” აცხადებენ, რომ გამოცდილებისა და დიპლომის გარეშე, ქვეყანაში შრომითი ანაზღაურება საკმაოდ დაბალია და საშუალოდ 250 ლარს შეადგენს. ინიციატორების აზრით, თუ სტუდენტის ხელფასი საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება, მათი ყოველწლიური შემოსავალი დაახლოებით 600 ლარით გაიზრდება.

“დაზოგილი თანხა სტუდენტს მისცემს სწავლის გადასახადისა და მინიმალური ხარჯების დაფარვის შესაძლებლობას,” – წერია  განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ საგადასახადო შეღავათით ქვეყანაში განათლების მიღებისა და განათლების ხელმისაწვდომობაზე უფლება უკეთ რეალიზდება. ინიცირებული კანონპროექტი საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი