“უკანასკნელ პერიოდში ეროვნულ ჩემპიონატში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, გაკეთებულიყო სპეციალური განცხადება- გაფრთხილება საქართველოში მოქმედი ყველა ტოტალიზატორის მეპატრონეთა მიმართ. ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარეობისას არაერთ მატჩზე გამოითქვა ვარაუდი არასპორტული, გარიგებული შედეგით დასრულებასთან დაკავშირებით, რაც, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება, როგორც კონკრეტული კლუბის, ისე მთლიანად ქართული ფეხბურთის იმიჯზე. სამწუხაროდ, დანაშაულებრივი ხაზი ხშირად ტოტალიზატორებსა და ფსონების დამდებ პირებამდე მიდის. შეგახსენებთ, რომ გარიგებულ მატჩებში ჩართულობა ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით და მსგავსი ფაქტების აღკვეთაზე მუდმივად მუშაობს ფეხბურთის მმართველი საერთაშორისო ორგანოები- ფიფა და უეფა. სწორედ ამიტომ სფფ-ის წერილობითი მოთხოვნა უკვე დაეგზავნება საქართველოში მოქმედ ტოტალიზატორებს, რათა უმოკლეს ვადებში სფფ-ს ეგიდით გამართული ყველა მატჩი ტოტალიზატორებმა კლიენტებზე შეთავაზებული ფსონების სიიდან ამოიღონ. იმედს გამოვთქვამთ, რომ ქართული ტოტალიზატორების მფლობელები გაგებით მოეკიდებიან სფფ-ის თხოვნასა და ამით დამატებით მაპროვოცირებელ ფაქტორს მოხსნიან მატჩების ჩაწყობის მსურველი სუბიექტებისათვის”, – ნათქვამია განცხადებაში.