ახალი ამბები

ფინანასთა ახალ მინისტრს ჯეოსელში თვეში საშუალოდ 32 000 ლარი ჰქონდა ხელფასი

12 სექტემბერი, 2018 • 3721
ფინანასთა ახალ მინისტრს ჯეოსელში თვეში საშუალოდ 32 000 ლარი ჰქონდა ხელფასი

საქართველოს ფინანსთა ახალი მინისტრის, ივანე მაჭავარიანის ხელფასი ჯეოსელში თვეში საშუალოდ 32 ათასი ლარი იყო. ამას მოწმობს დეკლარაცია, რომელიც ივანე მაჭავარიანმა 2018 წელს შეავსო და მისი 2017 წლის ქონებრივ მდგომარეობას ასახავს.

2017 წლის 12 თვეში მაჭავარიანმა შ.პ.ს ჯეოსელის კომერციული დირექტორის თანამდებობაზე 386 463 ლარის შემოსავალი მიიღო, რაც თვეში დაახლოებით 32 205 ლარი გამოდის.

რაც შეეხება მის სხვა შემოსავლებს, მაჭავარიანმა 2017 წელს 11 734,43 დოლარი მიიღო აბაშიძეზე ფართის იჯარით, მისმა მეუღლემ ასევე იჯარით – 36 994,76 ლარი.

ივანე მაჭავარიანი დეკლარაციის თანახმად მილიონერია. აღსანიშნავია, რომ ის ბანკში ფულს ძირითადად მხოლოდ უცხოურ ვალუტაში ინახავს.

მას საბანკო ანგარიშებზე (ანაბრის ჩათვლით) მეუღლესთან ერთად 400 000-ზე მეტ ამერიკულ დოლარი და 73 ათასამდე ევრო ერიცხება. მაჭავარიანი ნაღდი ფულის სახით 21 500 ლარს ინახავს.

მაჭავარიანი და მისი მეუღლე მაია აგიაშვილი ფლობენ მიწის ნაკვეთებს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, დუშეთში, ასევე, ბინებსა და არასაცხოვრებელ ფართებს:

ხარჯები:

მასალების გადაბეჭდვის წესი