“იქ არის ნათქვამი, რომ კანონზე მაღლა არავინ არ დგას, მაგრამ უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე, რადგანაც ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები ჯერჯერობით არის მყიფე და სწორედ ეს არის, მე ვფიქრობ, ამ განცხადების ამოსავალი წერტილი. რასაკვირველია, გასაგებია, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან კარგად იციან, თუ როგორი სუსტი იყო სამართალდამცავი ორგანოები საქართველოში, როგორი სუსტი იყო სასამართლო, რომელსაც თითქმის 99% გამამტყუნებელი განაჩენი გამოჰქონდა მოქალაქეების წინააღმდეგ, როდესაც საქართველოში სამასი ათასზე მეტი ადამიანი იყო პრობაციონერი, რომლებიც გაამტყუნა სასასმართლომ და იმიტომაც გახდნენ პრობაციონერები. მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნიოთ, რომ სასამართლო არსოდეს არ ყოფილა ისეთი თავისუფალი და ისეთი დამოუკიდებელი საქართველოში, როგორიც არის იგი დღეს. აქ აქცენტი არის სწორედ იმაზე, რომ ყველაფერი უნდა წარიმართოს სამართლიანად, გამჭვირვალედ, კანონის უზენაესობის ფარგლებში. სწორედ ეს არის ის, რისი გარანტიაც უნდა მივცეთ და ვაძლევთ კიდევაც ჩვენს უცხოელ პარტნიორებს.
მთავარი არის ის, თუ როგორ წარიმართება პროცესი. თორემ არავინ არ უარყოფს იმას, რომ კითხებზე პასუხი უნდა იყოს გაცემული და თუკი ამ შემთხვევაში ამ კითხვებზე პასუხი, პროკურატურის აზრით, სავარაუდოდ აქვს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მაშინ, რასაკვირველია, მან უნდა გასცეს იმ კითხვებზე პასუხი, რაზეც სხვას არ შეუძლია პასუხის გაცემა. ეს არის მთავარი”, – აცხადებს მაია ფანჯიკიძე.
მისივე თქმით, განცხადების მეორე ნაწილში ამერიკელი მეგობრები იძლევიან რჩევას, რომ საქართველოს მთავრობამ ძალისხმევა მიმართოს მომავლისკენ: “ყურადღება გავამახვილოთ და ჩვენი ქმედებების ფოკუსში იყოს ეკონომიკის განვითარება, რეფორმების გატარება და ასე შემდეგ, ეს არის სწორედ ის გზა, რომელსაც ადგას საქართველო. ჩვენი მთავრობა ძალიან მნიშვნელოვნად არის ორიენტირებული ეკონომიკაზე, ყველა იმ რეფორმაზე, რომელიც აუცილებელია დემოკრატიის განმტკიცებისათვის,” – აცხადებს ფანჯიკიძე.