როგორც კომისიის პრესსპიკერმა ხატია ყურაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს მოხდა იმიტომ, რომ კომპანია 2013 წლის აგვისტოდან არ მაუწყებლობს:
“მაუწყბელობის შესახებ საქართველოს კანონით, ეს ფაქტი არის ლიცენზიის გაუქმების საფუძველი, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს კომაპნია რჩება მაწყებელობაზე ავტორეზიბულ პირად და მას საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის აღდგენა ნებისმიერ დროს შეუძლია. მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია მაუწყებლობაზე იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ერთი წლის მანძილზე არ გაანახლებს მაუწყებლობას”, – აცხადებს ყურაშვილი.





