ახალი ამბები

ზეთისხილის ბაღის გაშენება მახათას მთაზე მინისტრების მონაწილეობით

24 მარტი, 2014 •
ზეთისხილის ბაღის გაშენება მახათას მთაზე მინისტრების მონაწილეობით

მთავრობიდან ამ აქციაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რეგიონული განვითარების მინისტრი დავით ნარმანია, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე და სხვები.

 

მახათას მთაზე ბაღის გაშენების აქცია ტაძრის მშენებლობის ფონდ „ივერიისა“ და ფონდ „გაამწვანე საქართველოს“ ინიციატივით ჩატარდა. ძვირფასი ჯიშის ზეთისხილის ნერგები ფონდს ბიზნესმენმა გიორგი სვანიძემ გადასცა.

 

მახათას მთაზე 1 000 ზეთისხილის ხე და 300 ჰიმალაის კედარი დარგეს. ახლადდარგული ხეების მოვლას და მეთვალყურეობას პატრიარქის მიერ დაფუძნებული ფონდ “გაამწვანე საქართველოსთან” ერთად ის პირები გაუწევენ, რომლებმაც დღეს ხეები დარგეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი