ახალი ამბები

დაპირისპირება ნატოს წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ბათუმში

24 მარტი, 2014 • 952
დაპირისპირება ნატოს წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ბათუმში

აქციის მონაწილეების თქმით, საქართველომ ნეიტრალიტეტი უნდა შეინარჩუნოს: „ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ ვისთან გვინდა მეგობრობა“- აღნიშნა  აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, სპარტაკ ვანაძემ. 

 

„1999 წელს ნატოს ჯარების მიერ იუგოსლავიის დაბომბვას ვაპროტესტებთ“ – აცხადებდა ყოფილი პატიმარი მერაბ გორგაძე. კითხვაზე – თუ რატომ გახდა იუგოსლავიის შემთხვევა დღეს მათთვის აქტუალური? გორგაძე პასუხობს: „ეს არის ჩვენი უფლება, დღეს მინდოდა და იმიტომ და 24 მარტს მოხდა ეს“.  

 

აქციის კიდევ ერთი მონაწილე ანზორ მაკარაძე ამბობს: „არც ერთი აგრესია არ გაგვიპროტესტებია, არც რუსული. ჩვენ ვაპროტესტებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას სხვა ქვეყნის მთავრობებმა დაანებონ თავი. ჩვენი ნებაა ვისთან გვენდომება მეგობრობა და მეზობლობა“.  

  

აქციაზე ისმოდა ჰომოფობიური განცხადებებიც. 

 

საქართველოს ნატოში ინტეგრაციას,  2008 წელს ჩატარებული პლებისციტის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 77-მა პროცენტმა  დაუჭირა მხარი.  

აქციის მონაწილეები

 

 

  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი