ახალი ამბები

საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად “იბერიის” აქცია გაიმართა

12 სექტემბერი, 2018 • 1496
საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად “იბერიის” აქცია გაიმართა

მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით მიმდინარე საერთშორისო კონფერენციის პარალელურად, სასტუმრო “რუმსთან” ტელეკომპანია “იბერიის” აქცია გაიმართა.

ტელევიზიის თანამშრომლების თქმით, მათი მიზანია, საერთაშორისო საზოგადოებას მიაწვდინონ ხმა საქართველოში მედიის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ.

“აქ იმიტომ ვართ მოსული, რომ ჩვენი ხელისუფლება არის დაყრუებული. ჩვენს ხელისუფლებას აინტერესებს ტელეკომპანია “იბერიის” დახურვა და გაჩერება. ხელისუფლების წარმომადგენლებს აინტერესებთ მხოლოდ ფული. ჩვენი ეთერებიდან მათ არ ესმით ჩვენი ხმა. ამიტომ აქ მოვედით, სადაც საერთაშორისო საზოგადიება არის შეკრებილი და გვსურს მათ გავაგებინოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ზღუდავს დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს”,- განაცხადა ტელეკომპანია “იბერიის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ვახო ხუზმიაშვილმა.


  • 7 სექტემბერს “იბერიამ” განაცხადა ხელისუფლების მხრიდან არხის დამფუძნებლებისთვის ფინანსური პრობლემების შექმნის შესახებ. საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, “ომეგა ჯგუფი”, რომლის შემადგენლობაშიც “იბერია” შედის, პარალიზებულია. მან ხელისუფლება ზეწოლასა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში დაადანაშაულა.
  • ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ “ომეგა ჯგუფს” ბიუჯეტის მიმართ აქვს 50 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება, რომელსაც უკვე დიდი ხანია არ იხდის.
  • კომპანია ვალის რესტრუქტურიზებასა და შეღავათებს ითხოვს და აცხადებს, რომ ხელისუფლება მას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ ეხმარება, რომ ტელეკომპანია “იბერია” მთავრობის მიმართ კრტიკულია. ტელეკომპანიის დამფუძნებლები ასევე ამბობენ, რომ ეს პრობლემები იმ შემთხვებაში მოგვარდებოდა, თუ ტელევიზიას დათმობდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი