ახალი ამბები

ადამიანებს მოწევისთვის არ უნდა იჭერდნენ, ასეთია საპატრიარქოს პოზიცია – ქორეპისკოპოსი იაკობი

12 სექტემბერი, 2018 • 25033
ადამიანებს მოწევისთვის არ უნდა იჭერდნენ, ასეთია საპატრიარქოს პოზიცია – ქორეპისკოპოსი იაკობი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ ნარკომომხმარებლებს სჭირდებათ სახელმწიფოს დახმარება.

“როგორც ყველა ნორმალური ადამიანის, საპატრიარქოს პოზიციაც ისეთია. ადამიანებს მოწევისთვის არ უნდა იჭერდნენ. ისიც ეყოფა, რომ ეწევა და უნდა დავეხმაროთ, შესაბამისი მკურნალობა უნდა მიიღოს სახელმწიფოსგან. ნარკომანები ძალიან საშიში ხალხია. თუ გაიხსენებთ, ცოლები გადაჰყავდათ და წამალში ცვლიდნენ. ამას სერიოზული დაფიქრება უნდა. იძულებით არაფერი გამოვა, თვითონ უნდა მოინდომოს ადამიანმა”, – თქვა ქორეპისკოპოსმა დღეს, 12 სექტემბერს, თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე.

დღეს თბილისში იმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული კონფერენცია, სახელწოდებით – “ნარკოპოლიტიკა საქართველოში – გამოწვევები და საერთაშორისო გამოცდილება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი