ახალი ამბები

ხარაგაულში დოღში გამარჯვებულები ქერით დააჯილდოვეს

11 სექტემბერი, 2018 • 6383
ხარაგაულში დოღში გამარჯვებულები ქერით დააჯილდოვეს

ადგილობრივთა ინიციატივით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების, ხიდრისა და კიცხის ტერიტორიაზე 7 სექტემბერს დოღი მოეწყო. დოღში 30-მდე ცხენოსანი მონაწილეობდა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისგან პირველ ადგილზე გასულ ავთო ფოფხაძეს (კიცხი) 200კგ ქერი გადაეცა, მეორე ადგილის მფლობელ გიორგი არევაძეს (საღანძილე) – 100კგ, ხოლო მესამე ადგილზე გასულ ნიკა ბერაძეს – 50კგ. 

გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს საკრებულოს, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, მერიის კულტურის სამსახურისა და ხიდრის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებმა.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო ხარაგაულის “სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი