ნანგრევებში მოყოლილი ერთ-ერთი არასრულწლოვანი კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება

11 სექტემბრის 14:20 საათის მდგომარეობით, კვლავ კრიტიკულ მდგომარეობაშია გუშინ ნანგრევებში მოყოლილი ერთ-ერთი არასრწულწლოვანი.
როგორც “ნეტგაზეთს” რეფერალური საავადმყოფოს პრესსამსახურში უთხრეს, არასრულწლოვანი “უმძიმეს მდგომარეობაშია”. მათი ცნობით, დიდი ხნის განმავლობაში მას გული ჰქონდა გაჩერებული, თავის ტვინის ღრმა დაზიანება აღენიშნება და საჭიროებიდან გამომდინარე უტარდება მკურნალობა.
10 სექტემბერს თბილისში, გარდაბნის გზატკეცილზე, 101-ე კორპუსის ახლომახლოს, სავარაუდოდ, ძველი ავტოფარეხის ჩამონგრევისას, ნანგრევებში მოყვნენ 8, 15 და 14 წლის ბავშვები. სამივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-მ გუშინ საღამოს დაწერა, რომ ერთ-ერთი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაში, ხელოვნურ მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. დანარჩენი ორი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, შსს-ს ცნობით, სტაბილური იყო.
როგორც “ნეტგაზეთს” ინგოროყვას კლინიკიდან აცნობეს, ერთი მათგანის მდგომარეობა “არის კარგი”, მეორეს კი ოპერაცია ჩაუტარდა და სტაბილურადაა.
გამოძიება დაწყებულია სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევისათვის (სსკ 240-ე მუხლი).
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com