ახალი ამბები

მრგვალი მაგიდა თვითმმართველობის არჩევნებში ქალთა ჩართულობის მხარდასაჭერად

20 მარტი, 2014 •
მრგვალი მაგიდა თვითმმართველობის არჩევნებში ქალთა ჩართულობის მხარდასაჭერად

მრგვალი მაგიდა ორგანიზებულია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით და მისი მიზანია მიაწოდოს პოტენციურ ქალ კანდიდატებს წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით ცოდნა, გამოცდილება და ინფორმაცია იმ პროგრამების შეასხებ, რომელსაც სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები არჩევნებისთვის ახორციელებენ.

 

აღნიშნულ ღონისძიებას საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, პარლამენტისა და ადგილობრიცი ხელისუფლების წევრები ესწრებიან.

 

“აშშ–ის საელჩო უკვე მრავალი წელია მხარს უჭერს ქართველ ქალთა როლის ზრდას პოლიტიკურ ცხოვრებასა და ქალებისთვის თანასწორობის უზწუნველყოფისთვის. საქართველოს სურს ჰქონდეს პროგრესი ამ საკითხში და შეუერთდეს საერთაშორისო თანამეგობრობას”, – განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე რიჩარდ ნორლანდმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი