ახალი ამბები | ,

ბორჯომ-ხარაგაულის პარკში ხანძრის ქრობისას დაცვის განყოფილების უფროსი დაიღუპა

5 სექტემბერი, 2018 | | 2520
ბორჯომ-ხარაგაულის პარკში ხანძრის ქრობისას დაცვის განყოფილების უფროსი დაიღუპა

დღეს, 5 სექტემბერს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრის ქრობისას ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დაცვის განყოფილების უფროსი, 43 წლის ივანე კუპრაძე დაიღუპა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, იგი ხანძრის დროს წაქცეულმა ხემ იმსხვერპლა.

“ივანე კუპრაძე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 2003 წლიდან მუშაობდა. გამორჩეული და თავდადებული შრომისთვის არაერთხელ აქვს მიღებული მადლობის სიგელი. იგი გამოირჩეოდა ბრაკონიერებთან შეუპოვარი ბრძოლით და ხშირად ჩაუგდია თავი საფრთხეში”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი