ახალი ამბები

5-7 სექტემბერს თბილისში პუტინის ფონდის დაფინანსებული მედიაფორუმი გაიმართება

4 სექტემბერი, 2018 • 5171
5-7 სექტემბერს თბილისში პუტინის ფონდის დაფინანსებული მედიაფორუმი გაიმართება

ხვალ, 5 სექტემბერს, თბილისში რუსეთის საპრეზიდენტო გრანტების ფონდის მხარდაჭერით დაფინანსებული მედიაფორუმი გაიხსნება.

მედიაფორუმზე, რომელიც “ვერე პალასში” გაიმართება, რუსეთში მოღვაწე პროსახელისუფლებო მედიასაშუალებების წარმომადგენლები ისაუბრებენ „მედიის როლზე რეგიონში ნდობის გამტკიცებაში“.

ფორუმის საგანგებო სტუმარი  რუსული სახელისუფლებო საინფორმაციო სააგენტოს “Россия сегодня-ს” (Russia Today/RT) პოლიტიკური მიმომხილველი დიმიტრი კოსირევია.

ფორუმზე მომხსენებელთა თავდაპირველი სია ასე გამოიყურებოდა:

ალექსეი ვიშნევეცკი – რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე;

ვიქტორ ლიტოვკინი – „იტარ-ტასის“ სამხედრო მიმომხილველი ვიქტორ ლიტოვკინი;

გენადი ბორდიუგოვი – რუსი საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი;

ალან კასაევი- გაზეთ „Северная Осетия“-ს მთავარი რედაქტორი ;

ალექსეი მალაშენკო – МГИМО-ს პროფესორი, პოლიტოლოგი.

თუმცა, ოკუპაციის კანონის დარღვევის გამო, ქართველმა მესაზღვრეებმა დელეგაციის სამი წევრი ქვეყანაში არ შემოუშვეს. მათ შორის  არიან რუსი საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი გენადი ბოდრიუგოვი, რუსული გამოცემა Tass-ის სამხედრო მიმომხილველი ვიქტორ ლიტოვკინი და ალექს ტოკარევი.

მედიაფორუმის ორგანიზატორები არიან რუსეთის პოლიტოლოგიური ცენტრი „Север-Юг“, პრესკლუბი „თანამეგობრობა“ და გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“. ფორუმი რუსეთის საპრეზიდენტო გრანტების ფონდის მხარდაჭერით იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი