ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურს მაია თაბაგარი უხელმძღვანელებს

4 სექტემბერი, 2018 • 2550
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურს მაია თაბაგარი უხელმძღვანელებს

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურს მაია თაბაგარი უხელმძღვანელებს. ამ თანამდებობის დაკავებამდე, თაბაგარი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურს ხელმძღვანელობდა. მანამდე თაბაგარი ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო.

პრემიერის პრესსამსახურში მაია თაბაგარის მოადგილე ნინო წივწივაძე იქნება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა 2018 წლის აგვისტოში გათავისუფლდა. მას შემდეგ, რაც თანამდებობა სოფო მოსიძემ დატოვა. როგორც მან  “ნეტგაზეთს” უთხრა, ამ პოსტზე ოთხი წელი იმუშავა, რაც საკმარისი დრო იყო.

მოსიძე აღნიშნულ თანამდებობას 2014 წლის სექტემბრიდან იკავებდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი