ახალი ამბები

რუსთავში ინკუბატორი და 3 000 წიწილა დაიწვა

3 სექტემბერი, 2018 • 4347
რუსთავში ინკუბატორი და 3 000 წიწილა დაიწვა

რუსთავში, მარის არხის დასახლებაში, წიწილების ინკუბატორს ცეცხლი გაუჩნდა – დამწვარია 3 000 წიწილა და 600 კვ.მ. ფართობი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ძლიერი ხანძრის გამო არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება საცხოვრებელ სახლსა და სათავსოზე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის დროულად ლიკვიდირება შეძლეს.

ადგილზე რუსთავის სახანძრო-სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი