ახალი ამბები

სოჭში თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა

2 სექტემბერი, 2018 • 1491
სოჭში თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა

სოჭში, აეროპორტში დაშვებისას სამგზავრო თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა. BBC – ის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა. ბოინგი Utair ავიახაზებს ეკუთვნოდა და მოსკოვიდან მოფრინავდა. ბორტზე 164 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა. BBC წერს, რომ ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავი ავარიულად დაშვებისას აეროპორტის ღობეს შეეჯახა. რუსეთის სამოქალაქო ავიაციის ინფორმაციით, თვითმფრინავს დაშვება ცუდ ამინდში წვიმასა და ქარში მოუწია.

დაშავებულთაგან ზოგმა დამწვრობა მიიღო, ზოგი კი კვამლით მოიწამლა. სოჭის აეროპორტის პრესსპიკერის განცხადებით, აეროპორტის ერთი თანამშრომელი სამაშველო ოპერაციის დროს გულის შეტევით გარდაიცვალა. BBC – ის ცნობით, დაშავებულთა შორის 3 ბავშვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. შემთხვევა გუშინ, პირველ სექტემბერს მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი