ჟერარ დეპარდიეს ადანაშაულებენ გაუპატიურებასა და თავდასხმაში

ფრანგ მსახიობ ჟერარ დეპარდიესა დანაშაულებენ გაუპატიურებასა და თავდასხმაში. CNN – ის ინფორმაციით, 22 წლის ქალის მიმართვის საფუძველზე, საფრანგეთის პროკურატურა საქმეზე ატარებს პირველად საგამოძიებო მოქმდებებს. გამოძიების ცნობით,  22 წლის გოგო ფრანგ მსახიობს თავდასხმასა და გაუპატიურებაში სდებს ბრალს. BBC წერს, რომ 69 წლის დეპარდიეს მომჩივანი ფრანგი მსახიობი ქალია. მისი თქმით, გაუპატიურება და თავდასხმა 2018 წლის აგვისტოში მოხდა.

ფრანგული კანონმდებლობით, იმ შემთხვევაში, თუ პირველადი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დეპარდიეს ბრალეულობა გამოიკვეთება, მაშინ მსახიობის წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმდებები გაგრძელდება.

ფრანგი მსახიობი ბრალდებებს უარყოს და მიიჩნევს, რომ მსგავსი ბრალდებების მიზანი მისი ღირსების შელახვაა.

“ის ყველანაირ ბრალდებას უარყოფს. მას არც ვინმე გაუუპატიურებია, არც თავს დასხმია და საერთაოდ არანაირი კრიმინალური ქმედება არ ჩაუდენია,” – უთხრა CNN – ს მსახიობის ადვოკატმა.

ჟერარ დეპარდიე 2013 წლიდან რუსეთის მოქალაქეა. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა ფრანგ მსახიობს ვლადიმერ პუტინმა მას შემდეგ მიანიჭა, რაც დეპარდიემ საფრანგეთის საგადასახადო სისტემა ღიად გააკრტიკა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.