ახალი ამბები

ხაშურის ტყის ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

30 აგვისტო, 2018 • 1246
ხაშურის ტყის ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

ხაშურის მუნიციპალიტეტში ფოთლოვანი ხე იწვის. როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში უთხრეს, ამ დრომდე [17:40] ხანძარი ლოკალიზებული არ არის.

უწყების ინფორმაციით, დამწვარია 10 ჰა ტყე, ხოლო ხანძრის ლოკალიზებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.

ცეცხლი ადგილზე 29 აგვისტოს, დაახლოებით 23:00-ზე გაჩნდა. ადგილზე 220 მეხანძრე-მაშველი და 12 ერთეული სახანძრო-სამაშველო სპეცტექნიკა მუშაობს. ხანძარი,ამ დროისთვის(10:35) არ არის ლოკალიზებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი