40-საათიანი სამუშაო კვირის მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართება

მშრომელთა ცენტრი – სოლიდარობის ქსელი აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური შრომისა და 40-საათიანი სამუშაო დროის მოთხოვნით აქცია გამართავენ.

აქცია 19 სექტემბერს, 7 საათზე პარლამენტის წინ გაიმართება.

აქციის მოთხოვნებია:

  • სამუშაო კვირა შეადგენდეს 40 საათს
  • ყოველ ჯერზე შეთანხმდეს დასაქმებულთან დამატებით დროში სამუშაოს შესრულება
  • შრომის კოდექსში უნდა შევიდეს ცვლილება, რომელიც გახდება საფუძველი ზეგანაკვეთური სამუშაოს მუდმივი აღრიცხვისთვის.
  • შრომის კოდექსში ზეგაკანვეთური სამუშაოს ტარიფი განისაზღვროს და შეადგენდეს 1.5 -ს
  • შრომის კოდექსში გაუქმდეს სპეციფიკურ სამუშაო კატეგორიათა ნუსხა

სოლდიარობის ქსელი აცხადებს, რომ დასაქმებულები დადგენილ 40 საათზე მეტს მუშაობენ და ნორმალურად ეჩვენებათ, კვირაში 50, 60, 70 საათი მუშაობა რომ უწევთ.

სოლიდარობის ქსელი აცხადებს, რომ 40 საათი, საუკუნეზე დიდი ხანია დადგენილია საკუთარი თავისა და ოჯახის გადარჩენისთვის საკმარის სამუშაო დროდ. ხოლო ზეგანაკვეთური შრომა იშვიათი საჭიროებების შემთხვევაში აუცილებელი სამუშაოა, რომელიც ყოველ ჯერზე დასაქმებულთან შეთანხმებით უნდა შესრულდეს.

“საქართველომაც შრომის კოდექსში ჩადო ამის შესახებ მუხლი, თუმცა გამოტოვა უმეტესი ბიზნესი, რომლებსაც შეუძლიათ კანონიერი ხრიკი გამოიყენონ, სახელად – ‘სპეციფიკური კატეგორია’ (48- საათიანი სამუშაო კვირა, როგორც ნორმა) რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ ყოველ კვირა 8 ნამუშევარი საათისთვის განკუთვნილ ხელფასს გაკლებენ. ამას ჩვენ მოპარულ ხელფასს ვუწოდებთ”, – აცხადებს სოლიდარობის ქსელი.

აქციის ორგანიზატორები ყურადღბას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურების ტარიფს. შედეგად, კომპანიების უმრავლესობა 10 თეთრით ზრდის საათობრივი ანაზღაურების ტარიფს. გამოდის, რომ ზეგანაკვეთური საათებისთვის გაზრდილი ტარიფი პრაქტიკულად არ არსებობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com