ახალი ამბები

იუსტიციის მინისტრი: ჩვენი კანონები უნდა იცავდეს ქალთა უფლებებს

14 მარტი, 2014 •
იუსტიციის მინისტრი: ჩვენი კანონები უნდა იცავდეს ქალთა უფლებებს

იუსტიციის მინისტრმა სტუმარს ქალთა უფლებების დაცვის კუთხით საქართველოს კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები და ინიციატივები გააცნო და ამ საკითხების შესახებ გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოსაზრებებიც მოისმინა.

 

საუბარი შეეხო დისკრიმინაციის წინააღმდეგ და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით დაგეგმილ ინიციატივებს, აგრეთვე, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში გენდერული თანასწორობის საკითხებს. 

 

„ქალთა უფლებებს, რაც უნდა თანამედროვე იყოს საზოგადოება, ყოველთვის სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ერთად ვიმუშავებთ სტამბულის კონვენციის რატიფიკაციის თემაზე. ამ საკითხზე ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რათა სტამბულის კონვენცია შევიდეს საქართველოსთან მიმართებაში ძალაში, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენი კანონები უნდა იცავდეს ქალთა უფლებებს, მათ შორის, ფეხმძიმე ქალის უფლებებს; ქალთა უფლებებს, რომლებიც ახლა იწყებენ პროფესიულ განვითარებას და იმ ქალების უფლებებს, რომლებიც დედები არიან და, სამწუხაროდ, ხანდახან ხდებიან ოჯახური ძალადობის მსვერპლი“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი