ახალი ამბები

ისრაელთან უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმება დღეიდან ამოქმედდა

13 მარტი, 2014 • • 1543
ისრაელთან უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმება დღეიდან ამოქმედდა

მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ამის შესახებ შეთანხმებას პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრობისას მოაწერა ხელი, თუმცა შეთანხმება დღეს ამოქმედდა:

 

“უნდა განხორციელებულიყო შესაბამისი პროცედურები იმისათვის, რომ ძალაში შესულიყო ეს შეთანხმება და სწორედ მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას დაურეკა პრემიერს შინაგან საქმეთა მინისტრმა ისრაელიდან და აცნობა, რომ მათ მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, არ დაელოდონ პროცედურებს და ეს შეთანხმება ამოქმედდეს ახლავე”, – აცხადებს მაია ფანჯიკიძე.

 

მინისტრის თქმით, საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ყოფნა უვიზოდ 90 დღის მანძილზე შეეძლებათ. თუმცა ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ საკითხის ნოტიფიკაცია ჯერ დასრულებული არ არის, რადგან ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფიცულია. ფანჯიკიძის თქმით, პროცედურების თაობაზე დამატებით ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებისთვის უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი