ახალი ამბები

კუს ტბასთან მშენებლობა შეჩერდა, ხოლო მფლობელს ნებართვა გაუბათილდა – კალაძე

29 აგვისტო, 2018 • 1921
კუს ტბასთან მშენებლობა შეჩერდა, ხოლო მფლობელს ნებართვა გაუბათილდა – კალაძე

“კუს ტბის” მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს მერიამ  მშენებელობა შეაჩერა. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ განმარტა, აღნიშნულ ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობა მიმდინარეობდა.

ნეტგაზეთს მერიაში უთხრეს, რომ მფლობელს ნებართვა რამდენიმე თვის წინ გაუბათილეს, თუმცა, მშენებლობა არ შეჩერებულა.

“კატეგორიულად მიუღებელია ამ კონკრეტულ ადგილზე რაიმე მშენებლობის განხორციელება, და იმ სახით, რაზეც იყო ნებართვა თავის დროზე გაცემული – ეს იყო სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობა. ჩვენმა სამსახურებმა ეს ნებართვა გააბათილეს. მე მესმის მფლობელის პოზიციაც, ვინაიდან ის კეთილსინდისიერი მყიდველია. ამიტომ, მე დავავალე ჩემს მოადგილეებს შეხვდნენ მას. თუმცა ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, აქ მშენებლობა კატეგორიულად მიუღებელი”, – ამბობს კალაძე ფეისბუკის პირდაპირ ეთერში.

მისივე თქმით, როდესაც ზედახმედველობის სამსახური ადგილზე მივიდა, ტერიტორიაზე  შენობის საძირკვლის თხრიდნენ. როგორც კალაძე განმარტავს, მშენებლობასთან დაკავშირებით ზედამხედველობის სამსახურს რამდენიმე მოქალაქემ მიმართა.

“კუს ტბის” მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებით ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. “თბილისის მაცნეს” თქმით, ტერიტორიაზე უკანონოდ მოიჭრა ხეებიც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი