როგორც ნეტგაზეთს ნაციონალურ მოძრაობაში განუცხადეს, თბილისის მერის არჩევნების საკითხზე პარტიის შიგნით პრაიმერი აღარ ჩატარდება, თუმცა შიდა არჩევნები გაიმართება მაჟორიტარობის კანდიდატების გამოსავლენად.
“კონკურენციამ მოიტანა ის, რომ ახალი ადამაინები, ახალი ლიდერები გამოიკვეთნენ, მათ შორის ნიკა მელია ჩემი მეგობარია. ამიტომ მე ჩვენს გუნდთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, რომ მოვხსნა კანდიდატურა მის სასარგებლოდ. ჩვენ უნდა დავიწყოთ ცვლილებების ახალი ტალღა”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
