ახალი ამბები

მმართველი გუნდის წევრები ჯონ მაკკეინის დაკრძალვას დაესწრებიან – პრემიერი

29 აგვისტო, 2018 • 1433
მმართველი გუნდის წევრები ჯონ მაკკეინის დაკრძალვას დაესწრებიან  – პრემიერი

პრემიერის თქმით, მმართველი გუნდის წევრები სენატორი ჯონ მაკკეინის დაკრძალვას დაესწრებიან.

“ჯონ მაკკეინი ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც რომ ისტორიული მნიშვნელობის მქონე ადამიანია.  ის იყო ჩვენი ქვეყნის ერთგული მეგობარი, რომელსაც ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი ერისთვის, განსაკუთრებით, ჩვენი ქვეყნის ყველაზე მძიმე წუთებში, და ამას ქართველი ერი არასდროს დაივიწყებს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სენატორი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში 25 აგვისტოს გარდაიცვალა.

მაკკეინს ამერიკულ პოლიტიკაში თითქმის 40-წლიანი კარიერა ჰქონდა. იგი 6-ჯერ აირჩიეს არიზონას შტატის სენატორად, პირველად 1986 წელს, ხოლო ბოლოს – 2016 წელს. ომის ვეტერანი მაკკეინმა, რომელიც ვიეტნამის ომში მონაწილეობდა, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ორჯერ , 2000 და 2008 წლებში, მიიღო.

სენატორი მაკკეინმა საქართველოს მხარდაჭერა არაერთხელ გამოუცხადა. ის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისთვის გამოდიოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი