ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ჩირიკბა: სავარაუდოდ, ლეონადრო და ვინჩის დედა აფხაზი იყო

29 აგვისტო, 2018 • 10257
ჩირიკბა: სავარაუდოდ, ლეონადრო და ვინჩის დედა აფხაზი იყო

ვიაჩესლავ ჩირიკბა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი [2011-2016] საკუთარ წიგნში იტალიელი მხატვრის, ლეონადრო და ვინჩის [მე-15 საუკუნე] დედის შესახებ გამოთქვამს ვარაუდს, რომ ის აფხაზი იყო.

“ერთხელ ტელევიზიით მოვისმინე, რომ და ვინჩის დედა აღმოსავლელი მონა იყო. ძალიან დამაინტერესა ამ საკითხმა, ვიფიქრე, რომ ჩვენ ძალიან მჭირდო კავშირები გვქონდა იტალიასთან. აზრი გამიჩნდა, რომ ის შესაძლოა აფხაზეთიდან ან ჩერქეზეთიდან ყოფილიყ . იმ დროს მთავარი ექსპორტი, სამწუხაროდ, თეთრი მონები იყვნენ, რომელთაც იტალიის, ესპანეთის, ეგვიპიტისა და სირიის ბაზრებზე ჰყიდნენ. ერთ-ერთ წიგნში წავიკითხე აფხაზ ეკატერინეზე, რომელიც ფლორენციაში ცხოვრობდა და მონა იყო, ნოტარიუსის სახლში ცხოვრობდა. ლეონარდო და ვინჩის მამაც ნოტარიუსი იყო. ეკატერინე მის სახლში ლეონარდო და ვინჩის დაბადებამდე სამი წლით ადრე გადავიდა”,- ამბობს ჩირიკბა რუსულ რადიო სპუტნიკთან საუბარში.

მასალების გადაბეჭდვის წესი