ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

მერკელის ინსტაგრამზე ბაქოს და ერევნის ხედები აერიათ

28 აგვისტო, 2018 • 4061
მერკელის ინსტაგრამზე ბაქოს და ერევნის ხედები აერიათ

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის სომხეთში ვიზიტის შესახებ კომენტარი გააკეთა, სადაც მერკელის ინსტაგრამის გვერდზე დაშვებული შეცდომაც განიხილა.

სომხური მხარის ინფორმაციით, მერკელის აზერბაიჯანში ვიზიტის დროს, გერმანიის კანცლერის ინსტაგრამის გვერდზე ერევნის პანორამის ამსახველი ვიდეორგოლი გამოქვეყნდა, რომელსაც ეწერა  “დილა მშვიდობისა აზერბაიჯანიდან”.

მოგვიანებით, გერმანიის კანცლერის გვერდზე კიდევ ერთი ვიდეორგოლი გავრცელდა, სადაც აზერბაიჯანის კადრებს შორის გაჩნდა ერევნის კადრი სომხეთის დროშით.

ოფიციალური ცნობითვე, გერმანელმა კოლეგებმა სომხურ მხარეს აცნობეს,  რომ შეცდომის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ “ადამიანური ფაქტორი” იყო.

გერმანიის კანცლერი 23-25 აგვისტოს სამხრეთ კავკასიის ტურნეს ფარგლებში თბილისში, ერევანსა და ბაქოში იმყოფებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი