ახალი ამბები

კომპანია ამბობს, რომ შექმნა მოძრავი ზურგჩანთა, რომელიც ტვირთის სიმძიმის შეგრძნებას ამცირებს [ვიდეო]

28 აგვისტო, 2018 • 1803
კომპანია ამბობს, რომ შექმნა მოძრავი ზურგჩანთა, რომელიც  ტვირთის სიმძიმის შეგრძნებას ამცირებს [ვიდეო]

კომპანია Lightning Packs-მა მსოფლიოში პირველი “მოძრავი” ზურგჩანთა HoverGlide შექმნა, რომელიც, მისი განცხადებით, ტვირთის სიმძიმის შეგრძნებას ამცირებს. ახალი ზურგჩანთის და და გამოყენებული ტექნოლოგიის შესახებ CNN წერს.

კომპანიის თანახმად, ზურგჩანთის უკანა ნაწილში სპეციალური მექანიზმია დამონტაჟებული, რომელიც გორგოლაჭების მეშვეობით მარტივი და მსუბუქი მოძრაობების შესრულებაში ეხმარება.

ზურგჩანთის იდეა ლოურენს რომს ეკუთვნის, პენსილვანიის უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის სპეციალისტს, რომელიც თევზთა მოძრაობას სწავლობს. რომი თავდაპირველად მუშაობდა ისეთ მექანიზმზე, რომლის მეშვეობითა, მოძრაობისას ზურგჩანთა ელექტროობას გამოიმუშავებდა, თუმცა საბოლოოდ HoverGlide-ის შექმნაზე შეჯერდა.

მისი თქმით, ჩანთის გამოყენებისას მისი სპექციალური მექანიზმის საშუალებით ტრავმების მიღების რისკი გაცილებით უფრო დაბალია, ვინაიდან ზურგზე ტვირთის ზეწოლის დონეს ამცირებს.

“ზურგჩანთის მორგებისას არ იგრძნობა, რომ ის მოძრაობს. ტესტირებისას ვთხოვეთ მონაწილეებს, გაეკეთებინათ ზურგჩანთები და ემოძრავათ. გვითხრეს, რომ ვერაფერი იგრძნეს. თუმცა იმის შემდეგ, რაც ზურგჩანთის მექანიზმის საკეტი ჩავკეტეთ, განსხვავება დიდი იყო,” – აბობს ლოურენს რომი.

როგორც იდეის ავტორი განმარტავს, ტრადიციულდად, აზიაში მძიმე ტვირთის სატარებლად ბამბუკი გამოიყენებოდა. ბამბუკის დრეკადობა განაპირობებს იმას, რომ ტვირთის სიმძიმეს მატარებელი ბოლომდე ვერ შეიგრძნობს, რაც ახალი ზურგჩანთის ინსპირაცია გახდა.
ჩანთის ყიდვა სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი