ახალი ამბები

ზურაბ პატარიძე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა

27 აგვისტო, 2018 • 3167
ზურაბ პატარიძე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა.

პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, ზურაბ პატარიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას 29 აგვისტოდან დაიკავებს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი ზურაბ პატარიძემ 2018 წლის 4 ივლისს დატოვა. ის მთავრობის თავმჯდომარედ 2016 წლის ივლისში, არჩილ ხაბაძის გადადგომის შემდეგ დანიშნეს. ზურაბ პატარაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ კენჭისყრით დაამტკიცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი