ახალი ამბები

სოფო მოსიძე მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსი აღარ არის

27 აგვისტო, 2018 • 5012
სოფო მოსიძე მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსი აღარ არის

სოფო მოსიძემ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა. როგორც მან  “ნეტგაზეთს” უთხრა, ამ პოსტზე ოთხი წელი იმუშავა, რაც საკმარისი დრო იყო.

მისი თქმით, მთავრობის ადმინისტრაციაში 2018 წლის აგვისტოდან აღარ მუშაობს. კითხვაზე, სად გააგრძელებს მუშაობს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, სოფო მოსიძე  ამ ეტაპზე ამ საკითხის შესახებ კომენტარს არ აკეთებს. მოსიძე აღნიშნულ თანამდებობას 2014 წლის სექტემბრიდან იკავებდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ხელმძღვანელის პოზიცია ვაკანტურია. მთავრობის ადმინისტრაციაში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ პრესსამსახურის ხელმძღვანელს პრემიერი დაასახელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი