ახალი ამბები

მასობრივი სროლა ფლორიდაში: ქალაქ ჯექსონვილში სავაჭრო ცენტრს თავს დაესხნენ

26 აგვისტო, 2018 • 2107
მასობრივი სროლა ფლორიდაში: ქალაქ ჯექსონვილში სავაჭრო ცენტრს თავს დაესხნენ

აშშ-ს შტატ ფლორიდაში, ქალაქ ჯექსონვილში სავაჭრო ცენტრს, სადაც ონლაინ თამაშების შეჯიბრი მიმდინარეობდა, თავს დაესხნენ. ამის შესახებ CNN წერს.

გამოცემის თანახმად, ჯერჯერობით უცნობია დაშავებულთა რიცხვი, თუმცა, წინასწარ ცნობით, სროლას მსხვერპლი მოჰყვა.

ქალაქის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი უკვე ლიკვიდირებულია, თუმცა, არ არსებობს ცნობა იმის შესახებ, არის თუ არა მეორე თავმდამსმელიც. ინფორმაციას დეპარტამენტი თვითერზე ავრცელებს.

პოლიციის დეპარტამენტის მიერ მიერ მოწოდებული ცნობები რამდენიმე წუთში ერთხელ ახლდება. როგორც პოლიციის დეპარტამენტი მოუწოდებს ყველას, ვინც ამ წუთამდე სავაჭრო ცენტრში იმალება, ცხელ ხაზზე დარეკოს.

ინფორმაცია პერიოდულად განახლდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი