ბელგიელმა პოლიციელებმა ქალაქ გენტის პორტში ორი ტონა კოკაინი ამოიღეს, რომლებიც “ედინაია რასიას” ლოგოიან პაკტებში იყო დაფასოებული. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ტელეკომპანია “დოჟდი” ავრცელებს.

ფოტო – VRT
ადგილობრივი მედიის ცნობით, ნარკოტიკები ბელგიაში ბრაზილიიდან შევიდა.
“ედინაია რასია” რუსეთის მმართველი პარტიაა, რომლის ლიდერიც ვლადიმირ პუტინია.