ახალი ამბები

ყირიმში ეუთოს დამკვირვებლების თვალწინ ცეცხლი გახსნეს

9 მარტი, 2014 • 1502
ყირიმში ეუთოს დამკვირვებლების თვალწინ ცეცხლი გახსნეს

 

„ასოშეიტედ პრესის“ კორესპონდენტი აცხადებს, რომ გასროლა მოხდა ჰაერში და არავინ დაზარალებულა. ეუთოს დამკვირვებლებმა უკვე მეორედ სცადეს შესულიყვნენ ყირიმის ნახევარკუნძულზე ჩრდილოეთის მხრიდან, თუმცა, ამაოდ. ორივე შემთხვევაში ამოუცნობი ნიშნის მქონე სამხედრო პირები მათ ამის საშუალებას იმ მიზეზით არ აძლევენ, რომ დამკვირვებლებს არ აქვთ უფლებამოსილება შევიდნენ ყირიმში.

 

რუსეთი უარყოფს თავისი შეიარაღებული რაზმების ყირიმში ყოფნას, გარდა შავი ზღვის ფლოტის ნაწილებისა, რომლებიც დისლოცირებულნი არიან თავიანთ ბაზებზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი