ნეტგაზეთი | სახელმწიფო სეტყვის საწინააღმდეგო სისტემას შეიმუშავებს სახელმწიფო სეტყვის საწინააღმდეგო სისტემას შეიმუშავებს – Netgazeti
Batumelebi | RU

სახელმწიფო სეტყვის საწინააღმდეგო სისტემას შეიმუშავებს

სახელმწიფო სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაზე იწყებს მუშაობას, პროექტის განხორციელების შემდეგ სეტყვისაგან მიყენებულ ზარალს სავარაუდოდ 85–95 %–ით შეამცირებს. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

პროექტის განხორციელება, რომელიც 20 მილიონი ლარი დაჯდება, დღეს გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე გადაწყდა. პროექტს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ განახორციელებს.  

 

შეგახსენებთ, რომ შარშან სეტყვამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა საგარეჯოს, მარტვილისა და ხონის მუნიციპალიტეტებს.

 

სეტყვა
სეტყვა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ანი ბერუკაშვილი