ახალი ამბები

ესტონეთი და ლატვია რუსეთისგან საბჭოთა ოკუპაციისას მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ

22 აგვისტო, 2018 • 5322
ესტონეთი და ლატვია რუსეთისგან საბჭოთა ოკუპაციისას მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ

რადიო სვაბოდას ცნობით, ლატვია და ესტონეთი რუსეთისგან საბჭოთა ოკუპაციის გამო ზუსტი ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. ამის შესახებ ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში საუბარია საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნის გაფრთხილების აუცილებლობის შესახებ. პოლიტიკოსები მიზნის მისაღწევად განიხილავენ შესაძლო ქმედებების გეგმას, მათ შორის- გაეროს დონეზე. ესტონეთის და ლატვიის ხელისუფლება საბჭოთა ოკუპაციას უწოდებს 1940-1990 წლების პერიოდს, როდესაც ლატვია და ესტონეთი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდნენ.

2015 წლის დეკემბერში ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის იუსტიციის სამინისტროებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც ქვეყნები გააერთიანებდნენ ძალისხმევას, რათა ოკუპაციის გამო ზიანის ანაზღაურებ მოეთხოვათ. თუმცა მაშინ ესტონეთი აცხადებდა, რომ ტალინი კომპენსაციის მოთხოვნას მოსკოვისგან არ აპირებდა მაშინ, როცა ლატვიამ ზიანი 185 მილიარდ ევროდ შეაფასა.

მოსკოვი ასეთ პრეტენზიებს ოფიციალურად უარყოფს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არაერთხელ განუცხადებია, რომ ასეთი მოთხოვნები უარყოფს ისტორიულ, პოლიტიკურ და სამართლებრივ რეალობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი