ახალი ამბები

ტრამპის კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი და ექსადვოკატი სასამართლომ დამნაშავეებად ცნო

22 აგვისტო, 2018 • 1769
ტრამპის კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი და ექსადვოკატი სასამართლომ დამნაშავეებად ცნო

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი, პოლ მანაფორტი დამნაშავედ ცნეს 8 საფინანსო დანაშაულში. ამის შესახებ CNN წერს.

გამოცემის თანახმად, ნაფიცმა მსაჯულებმა მანაფორტის მიმართ წაყენებულ 10 სხვა ბრალდებაზე ვერდიქტი ვერ გამოიტანეს.

მანაფორტისთვის წაყენებული 8 ბრალდებიდან, რომლებშიც დამნაშავედ ცნეს, 5 საგადასახადო თაღლითობას ეხებოდა, ერთი- უცხოურ ბანკში არსებული ანგარიშის დამალვას, ხოლო ორი – საბანკო თაღლითობას. მაქსიმალური სასჯელის ზომა აღნიშნული დანაშაულებისთვის 80 წელია.

გარდა კამპანიის ხელმძღვანელისა, დანაშაულებრივ ქმედებებს უკავშირებენ ტრამპის ყოფილ ადვოკატ მაიკლ კოენს, რომელმაც სამშაბათს, 20 აგვისტოს, გამართულ სასამართლოზე აღიარა, რომ “ფედერალური ოფისის კანდიდატთან კოორდინაციაში” დამალა ინფორმაცია, რაც ტრამპს დააზიანებდა 2016 წლის არჩევნების დროს.

მაიკლ კოენის ბრალდებებს შორის შედის საგადასახადო თაღლითობა, საბანკო ანგარიშების შესახებ არასწორი ინფორმაციის მიწოდება და კამპანიის დროს ფინანსური მაქინაციები, მათ შორის, ფულის გამოყოფა იმ ქალებისთვის დუმილის სანაცვლოდ, რომლებიც აცხადებდნენ, რომ დონალდ ტრამპთან ინტიმური ურთიერთობები ჰქონდათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი