ახალი ამბები

კახა კუკავა საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგინეს

20 აგვისტო, 2018 • 3611
კახა კუკავა საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგინეს

თავისუფალმა საქართველომ საპრეზიდენტო კანდიდატად კახა კუკავა დაასახელა. კუკავას კანდიდატურის პრეზენტაცია ზუგდიდში შედგა.

მანამდე პარტია კანდიდატობას ლევან ვასაძეს სთავაზობდა, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი უთხრა, რადგან კუკავას განმარტებით, ვასაძე პოლიტიკაში ჩართვით დაინტერესებული არ არის.

კახა კუკავას განცხადებით, დასახელებული კანდიდატები (ზურაბიშვილი, ვაშაძე, ბაქრაძე) ერთი დიდი “ლიბერალური პარტიის” წევრები არიან და მათი სურვილი იყო, რომ კანდიდატი “ეროვნულ ძალებსაც” ჰყოლოდა. კუკავას წარდგენისას მისმა თანამებრძოლმა გოჩა ჯოჯუამ თქვა, რომ მათი კანდიდატი შეძლებს “ნაცების და ქოცების ჩამოწერას”.

“ჩემი პირველი პრიორიტეტი იქნება, რომ ნაცები და ქოცები ჩამოშორდნენ ხელისუფლებას დიდი ხნის ვადით”, – განაცხადა კუკავამ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი