ახალი ამბები

მსვლელობას “დღე მანქანის გარეშე” თბილისში მესამედ აღნიშნავენ

20 აგვისტო, 2018 • 2347
მსვლელობას “დღე მანქანის გარეშე” თბილისში მესამედ აღნიშნავენ

2018 წლის 22 სექტემბერს თბილისში მესამედ აღნიშნავენ მსოფლიო დღეს მანქანის გარეშე. წელს ელოდებიან, რომ ევროკომისიის ეგიდით გამართული მობილობის კვირეულს მსოფლიოს 36 ქვეყნის 1 146 ქალაქი შეუერთდება.

მანქანების გარეშე დღის მიზანია წაახალისოს ქალაქში ფეხით სიარული, ველოსიპედითა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, ასევე მოუწოდოს ყველა კომპანიას, მაქსიმალურად ჩაერთონ მსგავსი შინაარსის სოციალურ აქტივობებში იმისათვის, რომ ერთად შეცვალონ ქალაქი უკეთესობისკენ.

„დროთა განმავლობაში „დღე მანქანის გარეშე“ მოძრაობად იქცა. 2015 წელს, როდესაც ჩვენ ამ დღის თბილისში აღნიშვნის ინიციატორები გავხდით, აქციაში სულ რამდენიმე ორგანიზაცია მონაწილეობდა, წელს კი უფრო მასშტაბურად ვაპირებთ 22 სექტემბრის აღნიშვნას. ვიმედოვნებთ, რომ ამჯერად გაცილებით მეტი თბილისელი შემოგვიერთდება, სახელმწიფო, არასამთავრობო თუ კერძო ორგანიზაციები კი გამოიჩენენ მეტ სოციალურ პასუხისმგებლობას და საკუთარ წვლილს შეიტანენ ერთი დღით ქალაქის განტვირთვასა და გარემოს გაჯანსაღებაში”, – ამბობს „გული თბილისისათვის“ თანადამფუძნებელი ლევან ცუცქირიძე.

საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე თბილისში [ვიდეო]

მასალების გადაბეჭდვის წესი