სოოფელ ჭუბერში მესტიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ნინო ვიბლიანი სამეგრელო ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორის, ალექსანდრე მოწერელიას მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ახალი გუბერნატორების დასახელებისას განაცხადა.

პრემიერმა გუბერნატორები 7 რეგიონში წარადგინა. შვიდივე მათგანი კაცია.

ნინო ვიბლიანი მიმდინარე წლის ზაფხულში ჭუბერში მომხდარი სტიქიის დროს გახდა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი.