ახალი ამბები

ვაჟა – ფშაველას გამზირზე სავალი გზა ჩაინგრა და მოზარდი ორმოში ჩავარდა

20 აგვისტო, 2018 • 5574
ვაჟა – ფშაველას გამზირზე სავალი გზა ჩაინგრა და მოზარდი ორმოში ჩავარდა

თბილისში, ვაჟა – ფშაველას გამზირზე, სავალი გზა ჩაინგრა და მოზარდი ორმოში ჩავარდა. შსს-ში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ შემთხვევა გუშინ, 19 აგვისტოს მოხდა.

“გუშინ საღამოს ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქუჩა ჩაიწია. იქ მყოფ მოზარდს ამ ორმოში ფეხი ჩაუცურდა,”-აცხადებენ შსს-ში.

უწყების ინფორმაციით, დაშავებული მოზარდი თავს კარგად გრძნობს. საქმეზე გამოძიება სსკ-ს 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი