ახალი ამბები

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს ქორწილში პუტინის მიწვევის გამო აკრიტიკებენ

19 აგვისტო, 2018 •
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს ქორწილში პუტინის მიწვევის გამო აკრიტიკებენ

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ცეკვამ ვლადიმერ პუტინთან და ქედის მოხრამ რუსეთის პრეზიდენტის წინაშე, ოპოზიციის წევრების კრიტიკა გამოიწვია.

Tagesschau-ს ცნობით, “ავსტრიის სოციალ-დემოკრატების” პარტიის წევრის იორგ ლაიხტფრიდის თქმით, ეს სტუმრობა საჯარო და პირადი ინერტერსი სრული გაუცხოვებაა. მისი თქმით, ეს გულუბრყვილო და უცნაურ მოვლენას ავსტრიის საგარეო პოლიტიკის გავლენაზე დიდხნიანი დატყმა ექნება.

ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ავსტრიის პარლამენტის წევრმა მწვანეებიდან მიშელ რაიმონმა მოითხოვა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი უნდა გადადგეს, რადგან ამით ქვეყნის იმიჯს მიაყენა დარტყმა.

“საგარეო საქმეთა მინისტრი პასუხისმგებელია და უნდა გადადგეს, რათა თავიდან ააცილოს ავსტრიას რეპუტაციის შელახვა”, – განაცხადა რაიმონმა.

დეპუტატმა გაიხსენა, რომ კნაისლი იმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრია, რომელიც წელს ევროკავშირის პრეზიდენტი სახელმწიფოა. ევროკავშირს კი დაწესებული აქვს სანქციები უკრაინაში პუტინის აგრესიულ პოლიტიკის, სირიასთან მიმართებით რუსეთის პრეზიდენტის პოზიციის, გაერთიანებულ სამეფოში მომხდარი მოწამვლების, აშშ-ს არჩევნებში მანიპულაციებისა და ბრექსითში ჩარევის გამო.

“ვლადიმერ პუტინი ევროკავშირის საგარეო პოლტიკის ყველაზე აგრესიული ოპონენტია, მისი მიწვევა ქორწილში მიუღებელია”, – განაცხადა რაიმონმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერმა განაცხადა, რომ “ეს იყო კერძო წყვეულება და პირადი სტუმრობა. მისი შედეგი ავსტრიის საგარეო პოლიტიკაზე გავლენას არ მოახდენს.”

როიტერს“-ის ცნობით, არ დასტურდება სარწმუნო ინფოემაცია იმის შესახებ, რომ კნაისლს, რომელიც არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ეკუთვნის ავსტრიის მთავრობაში, განსაკუთრებული მეგობრობა ჰქონდეს პუტინთან. თუმცა მნიშვნელვანია ის, რომ იგი ამ თანამდებობაზე ულტრამემარჯვენე “თავისუფლების პარტიამ” წარადგინა, რომელიც პუტინის “ერთიან რუსეთთან” თანამშრომლობს.

კნაილმა ქორწილი სამხრეთ ავსტრიაში მდებარე სასტუმროში გადაიხადა. მას ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურციც ესწრებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი