ახალი ამბები

უკრაინის კრიზისის თაობაზე ნატოს წევრები შეიკრიბებიან

4 მარტი, 2014 • • 1344
უკრაინის კრიზისის თაობაზე ნატოს წევრები შეიკრიბებიან

ნატოს წევრი ქვეყნების შეხვედრა ე.წ. მეოთხე მუხლის მიხედვით იგეგმება, იუწყება “როიტერი“. მეოთხე მუხლის ძალით ნატოს წევრ სახელმწიფოს შეუძლია მოიწვიოს შეხვედრა იმის საფუძველზე, რომ მის უშიშროებას, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას საფრთხე ექმნება. 

 

“უკრაინასა და მის სამეზობლოში განვითარებული მოვლენები საფრთხეს უქმნის ნატოს წევრ ქვეყნებს. ასევე, ეს მოვლენები საფრთხეს უქმნიან ევრო-ატლანტიკური სივრცის სტაბილურობასა და თავდაცვას”,- ნათქვამია ნატოს განცხადებაში. 

 

“როიტერის” ინფორმაციით, ნატოს შეხვედრა მეოთხე მუხლის მიხედვით ძალიან იშვიათად იმართება. ერთხელ- თურქეთის მოწვევით, 2003 წელს- ერაყის ომის დროს და ორჯერ, ორი წლის წინ, ისევ თურქეთის ინიციატივით, სირიის კონფლიქტის დროს. 

 

უკრაინაში, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რუსეთმა შეიყვანა შეიარაღებული ძალები და ნახევარკუნძულის სტრატეგიული ობიექტები დაიკავა. უკრაინის კრიზისის გამო გვიან ღამით გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი