ახალი ამბები

ხიდაშელი: პარლამენტი სკოლამდელი აღზრდის შესახებ კანონს მიიღებს

4 მარტი, 2014 •
ხიდაშელი: პარლამენტი სკოლამდელი აღზრდის შესახებ კანონს მიიღებს

“ვითარება საკმაოდ რთულია, რთული მემკვიდრეობა დაგვრჩა ჩვენ ამ თვალსაზრისით, თუმცა უნდა ითქვას, რომ იყო პროგრესული ნაბიჯებიც გადადგმული, მაგალითად, დეინსტიტუციონალიზაციის კუთხით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა იყო, რომელსაც ჩვენც მივყვებით. არ შეიძლება ბავშვები ზომბირებულად იზრდებოდნენ, სწორედ აქედან იწყება ბევრი პრობლემა. ახლა რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა გააკეთოს პარლამენტმა ამ მხრივ, მინდა გითხრათ, რომ ვმუშაობთ კანონის მიღებაზე სკოლამდელი აღზრდის შესახებ, რაც აქამდე საქართველოში არ დარეგულირებულა, აქ გაწერილი იქნება ყველაფერი დაწყებული კვებიდან დღის წესრიგის ჩათვლით და, რა თქმა უნდა, აღმზრდელობითი ნაწილიც. გარდა ამისა მეორე სამუშაო ეს არის საერთაშორისო დოკუმენტებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოყვანა”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მონაცემებით, 2013 წლის მდგომარეობით, საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ბავშვების მაჩვენებელი 27%-ია, რაც 2011 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2%-ით აღემატება. ამას გარდა, 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის მიხედვით საქართველო მესამე ადგილზეა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში და 3-ჯერ აღემატება ევროპის საშუალო მაჩვენებელს. ასევე, საქართველოში დედათა სიკვდილიანობა ისევ ერთ-ერთი ყველაზე მაღალია რეგიონში.

მასალების გადაბეჭდვის წესი