ახალი ამბები

ბრიჯიტ ბრინკი: ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას

4 მარტი, 2014 • • 1170
ბრიჯიტ ბრინკი: ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას

“ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ დღეს სახელმწიფო მდივანი, ბატონი კერი კიევში იმყოფება, იგი გეგმავს შეხვედრას მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. პრეზიდენტმა ობამამ დააფიქსირა ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია, ასევე ამერიკის მთავრობის სხვა წევრებმიც აქტიურად არიან ჩართული ამ საკითხებში. ჩვენ ვგმობთ რუსეთის ქმედებებს უკრაინის ტერიტორიაზე, კერძოდ, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, და მოვუწოდებთ რუსეთს აღადგინოს უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, მისცეს საშუალება საერთაშორისო დამკვირვებლებს ადგილზე გაეცნონ სიტუაციას და გააკეთონ ობიექტური შეფასება, ასევე წარმართონ დიალოგი უკრაინის ხელისუფლებასთან. პრემიერ–მინისტრი ღარიბაშვილი ვაშინგტონში იმყოფებოდა გასულ კვირას, მას ჰქონდა შეხვედრა ობამასთან, კერისთან, ბაიდენთან, ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოსთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან”, – განაცხადა ბრიჯიტ ბრინკმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი